Friday, October 13, 2017

ინტელის პროექტი

 ჩემი მომავალი პროფესია

კურსის რეფლექსია

 ინტელის კურსი იყო როგორც შრომატევადი ასევე ძალიან ინფორმაციული. ვისწავლე თუ რა არის 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები რომლებიც უნდა განუვითარდეთ მოსწავლეებს სწავლების პროცესში. გავიხსენე ფაილების გაგზავნა, შენახვა ინტერნეტით. შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. შამოვაყალიბე სასწავლო მიზნები, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევქმენი  პროექტის პრეზენტაცია ასევე მოსწავლის  თვალით დანახული  პრეზენტაცია.ვისწავლე პროექტებით სწავლება, ბუკლეტის შაბლონის შექმნა.  ასევე შევქმენი პროექტების შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს შეფასების და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
   ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის მადლობა ჩვენს ტრენერს.

Sunday, October 1, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვისწავლეთ ბლოგზე ნავიგაცია, გვერდების გამოყოფა, დიზაინის შეცვლა.  ვიმუშავეთ გეგმაზე და გავეცანით სასწავლო ნიმუშებს.

Saturday, September 30, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

       მეხუთე დღეს ვიმუშავეთ ნაყოფიერად, შევქმენით პრეზენტაციები, ვიმუშავეთ ასევე დრაივში, გავუზიარეთ ერთმანეთს შექმნილი დოკუმენტები, ჩავასწორეთ. შევქმენით ტესტები გამოკითხვისათვის და კვლევისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Saturday, September 23, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

         დღევანდელი დღე იყო აქტიური, დღეს შევავსეთ გეგმაში ჩვენი პროექტის შეფასების ფორმები. პროექტის მსვლელობისას, მიმდინარეობისას და დასრულებისას შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე შევასრულეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით გეზის მიმცემი კითხვების რუბრიკა და გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს.

Sunday, September 17, 2017

მესამე დღის რეფლექსია

          მესამე დღეც წინა ორი დღის მსგავსად იყო აქტიური და დატვირთული, დავწერეთ ჩვენი პროექტის საგნობრივი სტანდარტი, ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები. ასევე დავწერეთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები. საბოლოო სახე მივეცი პროექტის ბროშურას.

Saturday, September 16, 2017

ორი დღის რეფლექსია

                                                                   რეფლექსია

 ინტელის პროექტის ტრენინგზე ვისწავლე ბევრი საჭირო ნიუანსი რომლებიც დამეხმარება გავხადო ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ჩართული. კერძოდ, ვისწავლეთ როგორ შეგვექმნა მასწავლებლის პორთფოლიო, სევქმენით ელექტ რონული საქაღალდეები, მასში მოვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა, გეგმის ნიმუშებს გავეცანით, ასევე შევქმენით პორტფოლიოს ჩეკლისტი და დავიწყეთ საკუთარი პროექტის ბუკლეტის შაბლონის გაკეთება.  ასე რომ, ჩვენი ორ დღიანი მუშაობა იყო საკმაოდ ნაყოფიერი  და სასარგებლო.