Saturday, September 30, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს ვიმუშავეთ ნაყოფიერად, შევქმენით პრეზენტაციები, ვიმუშავეთ ასევე დრაივში, გავუზიარეთ ერთმანეთს შექმნილი დოკუმენტები, ჩავასწორეთ. შევქმენით ტესტები გამოკითხვისათვის და კვლევისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.
Saturday, September 23, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო აქტიური, დღეს შევავსეთ გეგმაში ჩვენი პროექტის შეფასების ფორმები. პროექტის მსვლელობისას, მიმდინარეობისას და დასრულებისას შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე შევასრულეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით გეზის მიმცემი კითხვების რუბრიკა და გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს.
Sunday, September 17, 2017
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღეც წინა ორი დღის მსგავსად იყო აქტიური და დატვირთული, დავწერეთ ჩვენი პროექტის საგნობრივი სტანდარტი, ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები. ასევე დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. საბოლოო სახე მივეცი პროექტის ბროშურას.
Saturday, September 16, 2017
ორი დღის რეფლექსია
რეფლექსია
ინტელის პროექტის ტრენინგზე ვისწავლე ბევრი საჭირო ნიუანსი რომლებიც დამეხმარება გავხადო ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ჩართული. კერძოდ, ვისწავლეთ როგორ შეგვექმნა მასწავლებლის პორთფოლიო, სევქმენით ელექტ რონული საქაღალდეები, მასში მოვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა, გეგმის ნიმუშებს გავეცანით, ასევე შევქმენით პორტფოლიოს ჩეკლისტი და დავიწყეთ საკუთარი პროექტის ბუკლეტის შაბლონის გაკეთება. ასე რომ, ჩვენი ორ დღიანი მუშაობა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო.

Subscribe to:
Posts (Atom)